ჰანა მალიარის თქმით, სოლიდარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება

დონეცკის ოლქში, სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, რუსული ჯარები დიდ დანაკარგებს განიცდიან.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა.

„სოლიდარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მტრის განუწყვეტელ შეტევებს - როგორც დღისით, ასევე ღამით", - განაცხადა მალიარმა.

მისი თქმით, მტერი დიდ ზარალს განიცდის, მაგრამ აგრძელებს მათი მეთაურის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკიოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება.

მისივე თქმით, დარჩენილთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია.

"სოლედარში მყოფ ადამიანებს აქვთ საკვების საჭირო მარაგი, ასევე, ჰიგიენური საშუალებები", - აცხადებს კირილენკიო,

ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

უკრაინა რუსული ძალების მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარებას არ ადასტურებს.

13 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლმა სერჰი ჩერევატმა განაცხადა, რომ  უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.

12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.