ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის რეგულარულ მოხსენებაში ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ პირველად აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსულმა ჯარებმა უკრაინის თავდაცვის ძალებს სავარაუდოდ, სოლედარის დასავლეთ გარეუბნიდან უკან დაახევინეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.
- უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.
- სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი
- ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.
- უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი
ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.