უკრაინის არმიას არ დუტოვებია სოლედარი, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინული მხარე, რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს სოლედარის აღების შესახებ უარყოფს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან.

„ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გამოვავლინოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური პოზიცია. მტერმა ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალა გამოიყენა, მაგრამ ჩვენი ძალები მაინც იბრძვიან ქალაქში“, - ამბობს ჩერევატი.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქს რუსული ძალები აკონტროლებენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.

12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.