უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ - ჰანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ.

მისივე თქმით, სოლედარში მძიმე ღამე იყო.

„მტერმა თითქმის ყველა ძირითადი ძალები გადაისროლა დონეცკის მიმართულებით და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს", - წერს მალიარი „ტელეგრამზე“.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.

12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.