უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა პასუხს აგებს. მისი თქმით, დნიპროში ნანგრევებისგან გაწმენდა გრძელდება.
- „ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ტერორში. ყველა აგებს პასუხს მაქსიმალურად“, - განაცხად უკრაინის პრეზიდენტმა.
ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავდა 39 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. ყველა მათგანი საავადმყოფოშია.
ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.