ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და პასუხისმგებლობის დროც დადგება. ამით ნაუსედა რუსეთის ძალების მიერ დნიპროზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა.
„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა ყველგან, სადაც მიდიან. სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, თავდასხმებს საცხოვრებელ კორპუსებზე - როგორც დღეს დნიპროში - არასოდეს აპატიებენ და დაივიწყებენ. პასუხისმგებლობის დრო მოვა“, - წერს გიტანას ნაუსედა Twitter-ზე.
14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.