კვირას, 15 იანვარს, ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შემთხვევა ლიაონინგის პროვინციაში, პანშანის ოლქში მოხდა.
გამოცემა Sina-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სქელი მუქი კვამლი წარმოიქმნა.
პანშანის ოლქის მთავრობის ოფისის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქება მოხდა პანჯინ ჰაო იეს ქიმიურ ქარხანაში.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ შესაბამისი განყოფილებების ხელმძღვანელები. ქიმიურ ქარხანაში ხანძრისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს.