რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, რომელმაც დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა, სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი ბავშვი, განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
თავდასხმის ადგილიდან 39 ადამიანი გაიყვანეს. სულ მცირე 75 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 ბავშვი. 16 იანვრის დილისთვის 35-მდე ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რუსული რაკეტა 14 იანვარს, ნაშუადღევს, დნიპროში, ცენტრალურ უკრაინაში ერთმილიონიანი ქალაქის საცხოვრებელ უბანს მოხვდა.