NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დაესწრება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, გერმანიაში 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს.
შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინ მასპინძლობს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინაში მიმდინარე კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელთა წინაშე NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები დგანან.
შეხვედრის ფარგლებში, გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ოლექსი რეზნიკოვთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.