პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ „არ არსებობს საფუძველი, დაიბლოკოს კიევის მხარდაჭერა და გაურკვეველი დროით გადადოს“. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მიაწოდოს უკრაინას „ყველა სახის იარაღი“, იტყობინება პოლონური პრესის სააგენტო.
მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ახლა იბრძვიან არამხოლოდ მათი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის დასაცავად.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 11 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთი აპირებს, უკრაინას თანამედროვე გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის ტანკები მიაწოდოს.
Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, მიაწოდოს თუ არა ლეოპარდის ტიპის ტანკები უკრაინას.