გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლც გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა.
გასულ კვირას მედიამ კრისტინ ლამბრეხტის შესაძლო გადადგომაზე დაწერა.
როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.