დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება“ და „გენერლებისა და მეთაური ოფიცრების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა“.
მისივე თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა „დააჩქარონ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა, რათა ეკონომიკურად და სამხედრო გზით შევინარჩუნოთ ზეწოლა“ ვლადიმირ პუტინზე.
დიდი ბრიტანეთი პირველი დასავლური სახელმწიფო გახდება, რომელიც უკრაინას ძირითად საბრძოლო ტანკებს გადასცემს.