უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა, - ამის შესახებ დოკუმენტალისტი მწერალი, კრის უიპლი, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით საკუთარ წიგნში წერს.
„რუსეთის ინტერვენციამდე უკრაინაში ვიზიტისას აშშ-ის ცენტრალური დასაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის აფრთხილებდა, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა“, - ამის შესახებ გამოცემა Indepentent კრის უიპლიზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, უიპლის ინფორმაციით, ბაიდენმა ბერნსს დაავალა, რომ ზელენსკისთვის რუსეთის შეთქმულებების ზუსტი დეტალები მიეწოდებინა.
უიპლის ცნობით, ამ ინფორმაციამ ზელენსკი „გამოაფხიზლა“.
ავტორის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობებიდან ორის აღკვეთა სწორედ ბერნსის მიერ უკრაინული მხარისთვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.