რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებების შედეგად 5 წვევამდელი დაიღუპა. როგორც ცნობილია, არიან დაჭრილებიც.
ტელეგრამ არხის ASTRA-ს ცნობით, ცეცხლი შებეკინოს საგუშაგოზე გახსნეს. მედია წერს, რომ დაღუპულები და დაჭრილები იქვე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის წვევამდელი ჯარისკაცები არიან და ყველა გარდაცვლილი დაახლოებით 20 წლისაა.
მანამდე რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებებს მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.
17 იანვრის ღამეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებება მოხდა, ამასთან, რუსეთი აფეთქებებში უკრაინას ადანაშაულებს.