ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გაიყიდა

უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, საზღვაო პორტის პრივატიზება პირველად ანხორციელდა.

ონლაინ აუქციონი პროზოროს სახელმწიფო სისტემაში გაიმართა. სახელმწიფო ქონების ფონდის ინფორმაციით, „უსტ-დუნაისკის პორტის“ პრივატიზების უფლებისთვის 8 მონაწილე იბრძოდა.

„უსტ-დუნაისკის" ღირებულება სამჯერ გაიზარდა და საწყისი ფასიდან 60 მილიონი გრივნადან 201 მილიონი გრივნა შეადგინა. 

პორტმა მუშაობა პირველ აპრილს განაახლა და მას შემდეგ ექსპორტზე 153 000 ტონა მარცვლეული და 58 300 ტონა იმპორტირებული სამომხმარებლო საქონელი გავიდა.

ამ დროისთვის პორტი თავისი სიმძლავრის მხოლოდ 5%-იანი დატვირთვით მუშაობს.

„უსტ-დუნაისკის პორტს აქვს უკრაინული სურსათის ექსპორტის განვითარების დიდი პოტენციალი. მაგრამ ეს მოითხოვს ინვესტიციებს, რაც კერძო ბიზნესს შეუძლია“, - განაცხადა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა.