სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს ანკარაში ირანელ კოლეგასთან ჰუსეინ ამირ-აბდულაჰიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შეხვედრების გამართვა „3+3“-ის და აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის ფორმატში.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ყველას სარგებელს მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ-აბდულაჰიანი თურქეთში ვიზიტით იმყოფება. დღეს ის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო.