ნიდერლანდები აპირებს უკრაინას თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი გადასცეს.
ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ შევუერთდეთ გერმანიისა და შეერთებული შტატების ინიციატივას და გავაგზავნოთ Patriot-ები უკრაინაში“, - ციტირებს რუტეს განცხადებას De Telegraaf-ი.
მარკ რუტეს შეხვედრაზე მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცახდა, რომ ნიდერლანდებმა უკრაინის დასახმარებლად 2,5 მილიარდი ევროს დახარჯვა გადაწყვიტა.