ლატვია სასკოლო პროგრამიდან რუსული ენის ამოღებას გეგმავს

ლატვიის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებს „საგზაო რუკას“ რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამიდან ამოსაღებად.

2023 წელს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ლატვიის სკოლები მთლიანად გადადიან ლატვიურ ენაზე სწავლებაზე.

ამავე დროს, ბავშვები ისწავლიან ევროკავშირის ერთ-ერთ ენას, როგორც მეორე უცხო ენას.

ახლა ლატვიაში 300-ზე მეტი სკოლა - ანუ დაახლოებით ნახევარი - მოსწავლეებს რუსულს, როგორც მეორე უცხო ენას სთავაზობს.

„უკვე ძალიან რთულია მასწავლებლების პოვნა, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნების ენას ასწავლიდნენ“, - აცახდებენ ლატვიის განათლების სამინისტროში.