რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ცნობილია

ნავთობით მოვაჭრეების (ტრეიდერების) თქმით, 2023 წლის იანვარში ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები გახდნენ.

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა.

ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს.

რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე.

რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა.

Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის.