უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ პირობებზე მოლაპარაკება შეუძლებელია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთს არ სურს, ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში.
„ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსეთის რეალური ზრახვები. მოსკოვს საერთოდ არ აქვს მშვიდობის ინტერესი“.
ნიკოლენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები დიდი ხანია, უგულვებელყოფენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაამატა, რომ უკრაინამ მიიღო ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისთვის".
„ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 10 პუნქტს. მათი განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას უკრაინაში და შექმნის მექანიზმებს, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსული აგრესია მომავალში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა.