ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და Stinger-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს (SAM), ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს.
„უახლოეს მომავალში უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიებს გავუგზავნით. ეს იქნება Stinger-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემები, ვერტმფრენები, ტყვიამფრქვევები საბრძოლო მასალებით, უპილოტო საფრენი აპარატები", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს ლატვია გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას სხვადასხვა დონეზე.
„დაგეგმილია კურსების ინტენსივობის გაზრდა და მინიმუმ ორჯერ მეტი უკრაინელის მომზადება, ვიდრე 2022 წელს მოვამზადეთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ანგარიშის მიხედვით, ლატვიის მიერ უკრაინას დახმარება, ფულადი თვალსაზრისით, 314 მილიონ ევროზე მეტია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,93%-ს შეადგენს.
ამ თანხიდან დაახლოებით 300 მილიონი ევრო სამხედრო მარაგისთვისაა განკუთვნილი.