გასული წლის იანვარ-ნოემბერში, ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 46 მლნ 968,5 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო ტვირთბრუნვამ - 11 მლრდ 590,9 მლნ ტონა/კმ.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაზიდული ტვირთის მოცულობა 29.03%-ით და 33.6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე.
11 თვის განმავლობაში TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში, საავტომობილო ტრანსპორტით 25 მლნ 451,5 ათასი ტონა ანუ ტვირთის 54,2%, რკინიგზით 15 მლნ 388,9 ათასი ტონა ანუ 32,8%, ზღვით 6 მლნ 128,1 ათასი ტონა ანუ 13% გადაიზიდა.
ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფანში გადაზიდული ტვირთის 26,8% ანუ 12 მილიონ 583,8 ათასი ტონა ტრანზიტულ ტვირთს შეადგენდა.