სომხეთში, გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

სომხეთში, ბასარკეჩიარის რაიონში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, არიან დაშავებულებიც, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.