ევროპარლამენტის წევრებმა ოთხშაბათს უმრავლესობით დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC, ირანის არმიის ელიტური ნაწილები) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს.
ინიციატივას მხარი 589-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრა წინააღმდეგი იყო, 31-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის დამტკიცების საფუძვლად მოყვანილია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტული საქმიანობა, დემონსტრაციების ჩახშობა და რუსეთისთვის დრონების მიწოდება.