შვედეთის მთავრობა უკრაინას უახლეს საარტილერიო შეიარაღებასა და ჯავშანტექნიკას მიაწვდის.
ამის შესახებ უკრაინული მედია შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
საუბარია 50 ერთეულ CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანისა და თვითმავალი 155 მმ-იანი Archer -ის ჰაუბიცების გადაცემაზე.
„ამ პაკეტის მოსალოდნელი ეფექტი და ჩვენი მიზანია უკრაინის უკეთ შეიარაღება სახმელეთო ბრძოლისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ Archer-ის თვითმავალი იარაღი კარგი დამატება იქნება იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინას მანამდე გადაეცა.