ესტონეთი უკრაინას დისტანციურ ცეცხლსასროლ იარაღსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღ, ასევე, 113 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას მიაწვდის, იტყობინება ესტონეთის მთავრობა.
პაკეტში შედის ათობით 155-მმ და 122-მმ-იანი ჰაუბიცები, ათასობით ჭურვი და სატვირთო მანქანა, ასზე მეტი Carl Gustaf-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მისთვის საჭირო ათასზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალა.
„ეს იქნება ესტონეთის მიერ დღემდე გამოყოფილი დახმარების უდიდესი პაკეტი, რომელიც ქვეყნის მთლიან სამხედრო დახმარებას 370 მილიონ ევრომდე გაზრდის, რაც მისი მშპ-ის 1%-ზე მეტია“, - აცხადებს ესტონეთის მთავრობა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის თქმით, უკრაინამ პირდაპირ მოითხოვა ამ იარაღის მიწოდება.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას.
„უკრაინის დახმარებით, ჩვენ ვიცავთ ყველა ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებას, მათ შორის ესტონეთს", - განაცხადა კაია კალასმა.