რუსეთი NATO-ს საფრთხედ დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ძალები უკრაინაში დამარცხდებიან, ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.
„როგორც არ უნდა იყოს ომის შედეგი, რუსებს დიდი ალბათობით ექნებათ მსგავსი ამბიციები... ამიტომ საფრთხე არ ქრება“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა.
მისივე თქმით, NATO-ს დრო დასჭირდება იმის შესაფასებლად, რამდენი ხანი დასჭირდება რუსეთს ძალების აღდგენისა და გაუმჯობესებისთვის.
„ისინი დასკვნებს გამოიტანენ და შეეცდებიან იმის გაუმჯობესებას, რაც ჰქონდათ. ასე რომ, ეს სავარაუდოდ, სამომავლოდ გავლენას მოახდენს ჩვენს გეგმებზე“, - განაცხადა ბაუერმა.