დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს.
BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამზე" პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო უსაფრთხოების ღვედის გარეშე. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე, როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი.
ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.