ბიტკოინი კიდევ 10% -ით გაძვირდა

ბიტკოინი შაბათს, 21 იანვარს, სავაჭრო სესიაზე 23,056 დოლარად ივაჭრებოდა.

კრიპტოვალუტის ფასი კიდევ 10%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ პორტალ Coindesk-ზე იტყობინება.

ბოლოს ბიტკოინის ფასმა 23000 დოლარს გასული წლის 19 აგვისტოს გადააჭარბა.

დღეს 14:11 საათისთვის ბიტკოინის ფასმა $23 199 შეადგინა (+10,82%). ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი შენელდა და $22,892 (+9,43%) მიაღწია. 

მანამდე ბიტკოინის კურსმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად გადააჭარბა 18000 დოლარს.

2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.