უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია - ასე მიულოცა უკრაინელებს ერთიანობის დღე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ისტორიულმა მოვლენამ ორი სიბრძნე დაუტოვა მომავალ თაობებს: თუ ბრძოლას არ შეწყვეტ, ადრე თუ გვიან, ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება, ხოლო თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ მიიღწევა, დამოუკიდებლობა დაიკარგება.
„ყოველთვის ვიცოდით პირველი სიბრძნის შესახებ და 24 თებერვალს დავამტკიცეთ, რომ მეორე სიბრძნეც გავითავისეთ. ჩვენ ყველანი ერთად, სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ვამბობთ: მე დავიცავ ჩემს უკრაინას. ერთიანობა სუფევს უკრაინის მასშტაბით. ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ძლიერები ვართ. ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ერთიანები ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვების ხმებს მთელი უკრაინა გაიგებს“.