დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ისევ ჩავიდა.
BBC-ის ცნობით, ჯონსონი ეწვია ბუჩასა და ბოროდიანკას, რომლებიც ომის გამო ძლიერ დაზარალდნენ.
Reuters-მა გაავრცელა ბოროდიანკაში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჯონსონს კიევის რეგიონის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება ახლავს თან.
ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ.
კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.