უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ზელენსკიმ ჯონსონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ზელენსკიმ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერით, უკრაინა რუსი აგრესორისა და ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებს.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მშვიდობის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაო.
„დამატებითი მობილიზაცია ვერ დაეხმარება რუსეთს, მისი არმია არ არის მოტივირებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი - ტანკები, თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები.