უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციას 1 000 ტანკი აქვს, 20-50 ტანკი, რომელიც უკრაინამ შეიძლება დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღოს, პრობლემას ვერ გადაჭრის.
„მკაფიოდ უნდა გესმოდეთ: როცა რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენს წინააღმდეგაა, იქ უბრალოდ არავინაა ისეთი, რომ იბრძოლოს, ეშინიათ, არამოტივირებულები არიან. ეს ჩვენთვის პლიუსია. მაგრამ როცა მათ აქვთ 1000 ტანკი, ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის 10, 20, 50 ტანკის მოცემას გადაწყვეტს - პრობლემას ვერ გადაჭრის“, - განაცხადა ზელენსკიმ ARD-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს.
უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.