რუსეთმა ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დროებითი რწმუნებულის დონემდე დაწია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ეს არის პასუხი ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის რადიკალურ შემცირებაზე“. ესტონეთის ელჩმა რუსეთი 2023 წლის 7 თებერვალს უნდა დატოვოს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 იანვარს აცნობა რუსეთის ელჩს ტალინში, ვლადიმირ ლიპაევს, რომ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა პირველ თებერვლამდე უნდა შემცირდეს. უფრო კონკრეტულად, საელჩოში უნდა დარჩეს მხოლოდ რვა დიპლომატი და 15-მდე ადმინისტრაციული, ტექნიკური და მომსახურე პერსონალი.
ესტონური მედია წერს, რომ რუსეთის საელჩოს ტალინში დიპლომატის სტატუსით 21 თანამშრომელი ჰყავს.
შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ „უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის პირობებში რუსეთის საელჩოს პერსონალი დაკავებული არ არის ესტონეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებით, შესაბამისად, წარმომადგენლობის ამჟამინდელი მოცულობა გაუმართლებელია.