გერმანული კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს

გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში, შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს, რომელთაგან დაახლოებით 50 თანამედროვე Leoprad 2 იქნება.

ამას გარდა, „რაინმეტალი“ მზად არის, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 88 ტანკი გადასცეს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გერმანულ მედიას განუცხადა, კონცერნი მზად იქნება, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 29 ტანკი მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადასცეს.

ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.