გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში, შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს, რომელთაგან დაახლოებით 50 თანამედროვე Leoprad 2 იქნება.
- ჯანმომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 ავტომანქანა გადასცა
- ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს
ამას გარდა, „რაინმეტალი“ მზად არის, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 88 ტანკი გადასცეს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გერმანულ მედიას განუცხადა, კონცერნი მზად იქნება, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 29 ტანკი მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადასცეს.
- მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს
- აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო
ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.