უკრაინაში დაადასტურეს, რომ გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებულია

ოლექსი სიმონენკო უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება.

მისივე თანახმად, სიმონენკოს განცხადებას პროკურორმა ხელი უკვე მოაწერა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ საომარი მოქმედებების ფონზე, 2022 წლის ბოლოს, სიმონენკო შვებულების დროს ესპანეთში გაემგზავრა.

სიმონენკო გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე 2020 წლის 27 მარტიდან იყო.