შავი ზღვის კაბელის პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.
ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა გერმანიის ელჩს.
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის.
შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ.
თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს.
- ელჩი პეტერ ფიშერი: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს
-
სახელმწიფო დეპარტამენტი: ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს
- კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
ცნობისათვის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება.