ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში, მასშტაბური გაფიცვის გამო დღეს დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი ან გაუქმდა ან გადაიდო.
მედიის ცნობით, გაფიცვა შეეხება 35 000-მდე მგზავრს, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გავლით ფრენა ჰქონდათ დაგეგმილი.
გაფიცვა ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში ოთხშაბათს დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიაში გაფიცვის გამო 300-მდე ფრენა გაუქმდა.
გაფიცვა პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული. მთავარი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა. აეროპორტის თანამშრომლები კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ხელფასის 500 ევროთი გაზრდას ითხოვენ.