გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
„გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი მხარდაჭერისა და საწვრთნელი მისიების გაფართოება, „მწვანე შუქი“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე. ახლახან გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბარში გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის“, – წერს ზელენსკი.
გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.