ვენაში, რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი გაუქმდა. ცნობილი პიანისტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს.
ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა.
„გმადლობთ, რომ გვისმენთ! ვენაში, გაუქმდა ცნობილი რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ესენი არიან არტისტები და პროპაგანდისტები ნეტრებკოვ-პინოტკოვსკის რიგიდან. ამიტომ, მათი ადგილი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებში“, - აცხადებს უკრაინის კულტურის მინისტრი.
როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალური შტატის ჰესესა და მისი დედაქალაქის, ქალაქ ვისბადენის ხელისუფლება 2023 წლის მაისში დაგეგმილ ფესტივალში რუსი საოპერო მომღერლის ანა ნეტრებკოს მონაწილეობას ეწინააღმდეგება.