საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ოდესაში იმყოფება. 

კულებას თქმით, უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად, გადამწყვეტია.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოდესაში, კატრინ კოლონა. გმადლობთ მამაცი სტუმრობისთვის. მოუთმენლად ველი საფრანგეთის როლის განხილვას საერთაშორისო სატანკო კოალიციაში, გრეინისა და მშვიდობის ფორმულაზე. უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა ურყევია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და ოდესაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად, ოდესაში ორი ენერგოობიექტი მწყობრიდან გამოვიდა. 

Image