Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამერიკული სანქციების შესრულება მოსთხოვა, რომელიც თებერვალში რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებისთვის დაწესდა.
სანქციების თანახმად, რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებს ამერიკული თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიწოდება შეუწყდათ.
თურქეთის ხელისუფლებას ამერიკული სანქციების შესრულების შესახებ გზავნილი, აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ თეა როზემან კენდლერმა გადასცა, რომელიც თურქეთში დეკემბერში იმყოფებოდა.
მისი თქმით, თურქულ კომპანიებს, რომლებიც ამ მომსახურებას ახორციელებენ, დაყადაღება და ჯარიმები ემუქრებათ.
ოფიციალურად, სამინისტრომ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა უცხოური საავიაციო კომპანიები, დაემორჩილონ აშშ-ის საექსპორტო კონტროლს რუსეთის, ბელორუსისა და ირანის თვითმფრინავებზე.
თურქეთი, ევროპის კონტინენტზე იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც „რუსული ავიახაზები“ ფრენებს განაგრძობენ.
ასევე წაიკითხეთ: