ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს (ONS) გამოთვლებით, რუსული საქონლის იმპორტი დიდ ბრიტანეთში გასულ წელს 98%-ით შემცირდა და მხოლოდ 18 მილიონი ფუნტი შეადგინა.
გაზეთ Times-ის ცნობით, BNS ვარაუდობს, რომ ბრიტანეთში რუსული ექსპორტის კოლაფსის მიზეზი არა მხოლოდ მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა, არამედ ის ფაქტიც, რომ მეწარმეები ნებაყოფლობით უარს ამბობენ რუსულ საქონელზე და შემცვლელებს ეძებენ.