აზერბაიჯანი - 27 სექტემბრიდან დღემდე კონფლიქტს 28 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაჭრილია 144 ადამიანი

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია განხორციელდა, დღემდე, გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაჭრილია 144 ადამიანი.

„სომხური მხრიდან დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 28, ხოლო 144 სამოქალაქო პირი დაჭრილია“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, დაზარალდა 66 სამოქალაქო ობიექტი და 427 საცხოვრებელი სახლი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში საომარი ვითარება 27 სექტემბრიდან განახლდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.