აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა დაგმო და ტერაქტად შეაფასა.
„მტკიცედ ვგმობ ტერაქტს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. მწუხარებას გამოვთქვამ უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, უფროსი ლეიტენანტი ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც საელჩოსა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს დაიღუპა“, - წერს ალიევი Twitter-ზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, „ტერორისტული თავდასხმის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა" მოითხოვა.
„მიუღებელია ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე!" - აღნიშნა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმას დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთი თანამშრომლი ემსხვერპლა.