გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“.
„ვფიქრობ, ამის შესახებ ლაპარაკიც კი ზედმეტია. გამანადგურებლები ბევრად უფრო რთული სისტემებია, ვიდრე საბრძოლო ტანკები და ფრენის სრულიად სხვა მანძილი და საცეცხლე სიმძლავრე აქვთ. ისეთ განზომილებებში შევიდოდით, რომლებსაც, ჩემი აზრით, ძალიან უნდა მოვერიდოთ,“ თქვა პისტორიუსმა გაზეთ Suddeutsche Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ F-16 გამანადგურებლები უკრაინის შემდეგი დიდი სამიზნეა საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ისაუბრეს.