აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა.
გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის 21 წლის ტერორისტის, ალქამ ხაირის ნათესავები და ნაცნობები არიან.
შაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისრაელმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე მობილიზებულია დამატებითი ძალები.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.