საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად, კვლევას განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„კვლევის მიზანია მაღალი ხარისხის სამგზავრო და სატვირთო-სარკინიგზო სერვისების განვითარება საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო კვლევის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო ქსელის განვითარების გეგმის მომზადება, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელების ჭრილში“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა.
ამასთან ცნობილია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს.
ასევე წაიკითხეთ: