სამხრეთ პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ავტობუს ცეცხლი მოედო. AP-ის ცნობით, დაღუპულია 40 ადამიანი. ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევა ლასბელის რაიონში, ქალაქ ბელასთან მოხდა.
კომისრის თანაშემწემ ჰამზა ანჯუმ ნადიმმა განაცხადა, რომ ნაპოვნია 40 ადამიანის ცხედარი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.